უნივერსალური მნიშვნელობის ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული ტერიტორიები, რომელთა შექმნის საფუძველს წარმოადგენს ბუნების უნიკალური წარმონაქმნების დაცვა, სართაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო-საკვლევი, საგანმანათლებლო და მონიტორინგის საქმიანობანი, რომლებიც ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული ფასეულობებითაა (ბუნებრივ გარემოში განვითარებული დედამიწის ისტორიის ამსახველი ნიმუშები; გეოლოგიური და ბიოლოგიური პროცესების, ასევე ადამიანი-ბუნების ურთიერთქმედების შედეგები; უნიკალური და იშვიათი ბუნებრივი ფენომენები; ბუნების ესთეტიკური ღირებულებები; იშვიათი და გადაშენების წინაშე მყოფი პოპულაციები; ადამიანის შემოქმედებითი გენიის უნიკალური მაღალმხატვრული ქმნილებები – ხუროთმოძღვრული ძეგლები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ბუნებისა და კულტურის ჰარმონიული ერთიანობის მაგალითები) წარმოდგენილი; მმუ-ს ფარგლებში შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე დაცული ტერიტორიის კატეგორიის (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი) ჩართვა ან კიდევ თავად მისი ჩართვა სხვა დაცული ტერიტორიის (ბიოსფერული რეზერვატი, სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი) შემადგენლობაში.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.