ჰაერის შემადგენლობაში (წვრილდისპერსიული ფრაქცია 90 %) არსებული მყარი მძიმე ლითონები, პოლიციკლური ნაწილაკები, რომელთა მიერ ჰაერის გაბინძურებას, ადამიანის ჯანმრთელობის დარღვევას (ფილტვებში დაგროვება) აქვს ადგილი. ადამიანის ფილტვებში შეიძლება მოხვდეს შეტივნარებული მტვრის ისეთი სახიფათო ნივთიერებები, როგორიცაა მძიმე ლითონები და პოლიციკლური არომატული (ბენზ(ა)პირენები) ნახშირწყალბადები. ქალაქებისა და სამრეწველო ცენტრების ფარგლებში შეტივნარებული მტვრის ძირითად წყაროებს წარმოადგენენ ქიმიური და სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსების საწარმოები, ავტოტრანსპორტი და სხვ.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.