აგ ად აკ ამ ან არ აქ
არა

არალეგალის ლეგალიზაცია

მზვერავის მიერ დასაზვერ ქვეყანაში ყოფნისა და ლეგალური მოღვაწეობის ფორმალურ-კანონიერი უფლების მოპოვება.

ძირითადი და შუალედური ლეგალიზაცია ხორციელდება ორი ფორმით

• დასაზვერი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების სახით;

• სასურველი უცხოელის სტატუსის სახით.

ლეგალიზაციის ელემენტებია: არალეგალის სალეგალიზაციო საფარი; არალეგალის სალეგალიზაციო სპეციალობა; არალეგალის ლეგენდა და არალეგალის სალეგალიზაციო დოკუმენტები.

ძირითადი ლეგალიზაცია ხორციელდება უშუალოდ დასაზვერ ქვეყანაში.

შუალედური ლეგალიზაცია ეწოდება მზვერავის მიერ თავდაპირველად რომელიმე სხვა ქვეყანაში (ან ქვეყნებში) განსახორციელებელ ლეგალიზაციას დასაზვერ ქვეყანაში შეღწევის პირობების შექმნისა და შემდეგ ძირითადი სალეგალიზაციო სამუშაოს იქ ჩატარების მიზნით.

შუალედური ლეგალიზაციის საჭიროების ძირითად აუცილებლობას წარმოადგენს:

• იმ ეროვნული ენის ცოდნის სრულყოფა, რომელი ენის წარმომადგენლადაც ასაღებს თავს მზვერავი;

• სპეციალობის მისაღებად აუცილებელი სტაჟირება, რომლითაც იგი იმუშავებს ლეგენდის შესაბამისად;

• დასაზვერ ქვეყანაში უშუალო შეღწევის შეუძლებლობა და, შესაბამისად, იმ დოკუმენტების მოპოვების აუცილებლობა, რომელთა მეშვეობითაც მოხდება დასაზვერ ქვეყანაში შეღწევა.

Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9