ოპერატიული დაჯგუფების (შენაერთის) სადაზვერვო საანგარიშო-საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს მოწინააღმდეგის შესახებ დროის მოცემულ მონაკვეთში, ჩვეულებრივ, დღეღამის განმავლობაში. იგი წარედგინება ზემდგომ შტაბს განსაზღვრული თანმიმდევრობით, განსაზღვრულ ვადებში, ასევე მიეწოდება ურთიერთმოქმედ და დაქვემდებარებულ შტაბებს.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.