საინფორმაციო-სააღრიცხვო დოკუმენტი, რომელიც წარმოებს ოპერატიული დონის დაზვერვის მართვის ორგანოებში. მასში ხორციელდება გამოვლენილი სამიზნეების (ობიექტების) მონაცემების სისტემატიზება სხვადასხვა კატეგორიის (შეიარაღებული ძალების სახეობების, გვარეობების, მაღალი სიზუსტის იარაღის, მართვის ორგანოების და ა.შ) მიხედვით.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.