სა სი სპ სტ
საა საბ საგ სად საზ სათ საი საკ სამ სან სას საფ სახ საჯ საჰ

სადაზვერვო რაზმი

ტაქტიკური დაზვერვის ნაწილი ან ქვედანაყოფი, რომელიც გამოიყოფა საერთო საჯარისო შენაერთებიდან (ნაწილიდან) ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებით მოწინააღმდეგესა და ადგილმდებარეობაზე მონაცემების მოსაპოვებლად, ძირითადად, შეტევის ან სავარაუდო შემხვედრი ბრძოლის პერიოდში. თავდაცვაში სადაზვერვო რაზმი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების არქონის შემთხვევაში. სადაზვერვო რაზმში ჩვეულებრივ ინიშნება ქვეითთა (სატანკო, სადაზვერვო, საიერიშო, საზღვაო ქვეითთა და ა.შ.) ასეული ან მექანიზებული ბატალიონი გაძლიერებული არტილერიით, მესანგრეებით, ტანკებით და სხვა. თავად სადაზვერვო რაზმიდან გამოიყოფა სადაზვერვო მზირები (პატრულები). სადაზვერვო რაზმი დაზვერვას ახორციელებს თვალთვალით, ჩასაფრებით, თავდასხმებით, საჭიროების შემთხვევაში ბრძოლითაც.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9