სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია სადაზვერვო წყაროების მიერ და არ არის დამუშავებული. ეს არის ნაწილის (შენაერთის, დაჯგუფების) შტაბის სადაზვერვო საინფორმაციო-საანგარიშო დოკუმენტი, რომელიც განკუთვნილია ზემდგომი შტაბისათვის და შეიცავს მონაცემებს მოწინააღმდეგის შესახებ. მისი წარდგენა ხდება დადგენილ ვადებში, ქვემდგომი ინსტანციის ინიციატივით ან ზემდგომის მოთხოვნით.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.