ტაქტიკური დაზვერვის ქვედანაყოფი, რომელიც იგზავნება მოწინააღმდეგის ზურგში. მის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს მოწინააღმდეგის მართვის პუნქტების, აეროდრომების, რადიოელექტრონული საშუალებებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების საშუალებების დადგენა. ჯგუფის შემადგენლობა ძირითადად შედგება სადაზვერვო ათეულისგან. იგი მოწინააღმდეგის ზურგში გაიყვანება ჰაერით, ხმელეთით, წყლით.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.