აგ ად აკ ამ ან არ აქ
არა

არალეგალის სალეგალიზაციო დოკუმენტები

საბუთები, რომლებიც გააჩნია მზვერავს მისი პიროვნების დასადასტურებლად და მას ფორმალურ-კანონიერ უფლებას აძლევს იცხოვროს და იმუშაოს მოცემულ ქვეყანაში. მნიშვნელობის მიხედვით ისინი იყოფა ძირითად და დამხმარე დოკუმენტებად.

ძირითად დოკუმენტებს მიეკუთვნება ის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ მფლობელის პიროვნებას, მის მოქალაქეობას, ქვეშევრდომობას (საზღვარგარეთის და შიდასახელმწიფო პასპორტები, პირადობის მოწმობა, სამხედრო ბილეთი).

დამხმარე დოკუმენტებს მიეკუთვნება ის დოკუმენტები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ადასტურებენ მზვერავის ლეგენდა-ბიოგრაფიაში მოყვანილ ცალკეულ ფაქტებს, მის საზოგადოებრივ და ფინანსურ მდგომარეობას, განათლებას, პროფესიას, სამუშაო ადგილებს (ცნობა პოლიტიკური საიმედოობის, სამხედრო სამსახურის გავლის, ჯანმრთელობის, აცრების შესახებ, მართვის მოწმობა, ქორწინების ან განქორწინების მოწმობა, ჩეკის წიგნაკები, გადასახადების გადახდის ცნობა, აკრედიტივები, სავიზიტო ბარათები, ფოტოსურათები, წერილები, სარეკომენდაციო წერილები და ა.შ).

საიმედოობის ხარისხის მიხედვით სალეგალიზაციო დოკუმენტები შეიძლება იყოს ნამდვილი და ყალბი.

Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9