მზვერავისთვის შემუშავებული ბიოგრაფია, რომელიც ადასტურებს მის პიროვნებასა და მოღვაწეობას ლეგალიზაციის არჩეული სახისა და ფორმის შესატყვისად. იგი მზვერავის მიერ გამოიყენება დასაზვერ ქვეყანაში ყოფნისას ყველა შემთხვევაში, როცა საჭიროება მოითხოვს საკუთარი პიროვნების დადასტურებას. ის მუშავდება არალეგალის სალეგალიზაციო დოკუმენტების შესაბამისად, რომელთაც მზვერავი გამოიყენებს ქვეყანაში ლეგალიზებისას.
ლეგენდა-ბიოგრაფია უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მოკლე, მარტივი, სინამდვილესთან მიახლოებული. იგი არ უნდა გადაიტვირთოს უმნიშვნელო მონაცემებით, რომლებიც გააძნელებს მის დამახსოვრებასა და გამოყენებას.