| | |
დასავლური ქვეყნების სადაზვერვო პრაქტიკაში გამოიყენება ტერმინი "ფარული საქმიანობა", "სპეციალური პოლიტიკური ქმედება" და ა.შ.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების კანონის მიხედვით, ეს საქმიანობა განისაზღვრება როგორც "შეერთებული შტატების მთავრობის საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარგარეთ არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენას იმ პირობით, რომ ამ საქმეში არ იქნება გამოაშკარავებული ან საჯაროდ აღიარებული შეერთებული შტატების ხელისუფლების მონაწილეობა". მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფარული საქმიანობის შედეგად მიიღწევა აშშ-ს ხელისუფლების კონკრეტული პოლიტიკური მიზანი. ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენება დაინტერესება სახელმწიფოს პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, საზოგადო მოღვაწეებზე, პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტაზე ან მის ნაწილზე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ინსტიტუტებზე, ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკაზე ან საქმიანობის სხვა სფეროებზე ფარული ზეგავლენის მოხდენა იმ შემთხვევაში, როცა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საფრთხეების აცილების მიზნით სხვა, მათ შორის, დიპლომატიური და სამხედრო საშუალებები უშედეგოა.
განიხილავენ აქტიური ღონისძიებების (ფარული საქმიანობის) სხვადასხვა მეთოდებს. მათ შორის აღსანიშნავია:
• პროპაგანდა (ასევე, დეზინფორმაცია);
• პოლიტიკური საქმიანობა;
• ეკონომიკური საქმიანობა;
• სახელმწიფო გადატრიალება;
• ნახევრად საომარი მოქმედებები;
• ბრძოლაში საიდუმლო მონაწილეობა;
• პოლიტიკური მკვლელობა.
მათი განხორციელება დაკავშირებულია სერიოზულ პოლიტიკურ რისკთან, დიდ მატერიალურ, ფინანსურ და ინტელექტუალურ რესურსებთან. ფარული ოპერაციები ტარდება ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების სანქციით.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |