წყლის წინაღობისა და მისი მიმდებარე გარემოს შესახებ მონაცემების მოპოვება, შეგროვება და დამუშავება. წყლის წინაღობის დაზვერვის მიზანს წარმოადგენს ფარულად მიახლოების, გადასასვლელის მოწყობის, წინაღობის ფორსირების ადგილების შერჩევა. განსახორციელებლად გამოიყენება საჯარისო დაზვერვის ან საინჟინრო დაზვერვის ძალები. წყლის წინაღობის დაზვერვის პროცესში დგინდება: წყლის წინაღობასთან მიახლოების გზები, ადგილმდებარეობის გამავლიანობა და შემნიღბავი თვისებები; ახლო და შორ ნაპირზე არსებული ხელოვნური და ბუნებრივი წინაღობები; ნაპირების ხასიათი, ნაკადის სიგანე, სიღრმე და სიჩქარე; ფსკერის ხასიათი და პროფილი; ფონების მახასიათებლები; ყინულის საფარის არსებობა და მისი ხასიათი; წინაღობის გადალახვის ყველაზე მოსახერხებელი მონაკვეთები; არსებული ხიდების მდგომარეობა და პარამეტრები; ჰიდროტექნიკური ნაგებობების არსებობა და სხვა.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.