ტყუილის ვერიფიცირების დროს შეცდომის დაშვების მიზეზი. პიროვნების ინდივიდუალური თავისებურებების გაუთვალისწინებლობის გამო, შეიძლება ტყუილის გამოვლინებად შეფასდეს კონკრეტული პიროვნებისათვის დამახასიათებელი საუბრის ან ქცევის მანერა. მაგალითად, საუბრის დროს პირდაპირი პასუხებისაგან თავის არიდებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს არა იმის გამო, რომ პიროვნება ტყუის, არამედ იმიტომ, რომ მას საუბრის ასეთი მანერა ზოგადად ახასიათებს. ამრიგად, თუ ვერიფიკატორი არ იცნობს ტყუილში ეჭვმიტანილის საუბრის და ქცევების ინდივიდუალურ მანერას, მას "ბროკაუს ხაფანგში" მოხვედრის დიდი შანსი აქვს. (ბროკაუ - პოპულარული ამერიკელი შოუმენი, რომელმაც მეტად ცალმხრივად აღწერა ტყუილის ნიშნები.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.