ობიექტურად არსებული ან დაზვერვის მიერ შექმნილი გარემოებების გამოყენებით, გადმოსაბირებელი პირისათვის ისეთი მოტივაციის ჩამოყალიბება, რომელიც მას დაარწმუნებს, დათანხმდეს საიდუმლო თანამშრომლობაზე მისი პირადი კეთილდღეობისთვის საფრთხის თავიდან აცილების სანაცვლოდ. გადმობირების ეს საფუძველი დაზვერვის მიერ გამოიყენება უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, როგორც წესი, სხვა საფუძვლებთან სინთეზში.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.