გადმობირების პროცესში იმის გარანტიების შექმნა, რომ გადმობირებულმა აგენტმა კეთილსინდისიერად შეასრულოს საიდუმლო თანამშრომლობის პირობები. სადაზვერვო პრაქტიკაში გადმობირების განმტკიცებისათვის გამოიყენება სხვადასხვა ფორმები, მათ შორის წერილობითი სადაზვერვო ინფორმაციის ან კონფიდენციალური დოკუმენტების მიღება, შეხვედრის ფაქტის და მისი მსვლელობის ფოტო-ვიდეო-აუდიო საშუალებებით დაფიქსირება, საიდუმლო თანამშრომლობაზე წერილობითი თანხმობის გაფორმება, ფულის ან სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემის დოკუმენტირება და ა.შ.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.