დაზვერვის მიერ ფარული საქმიანობის განსახორციელებლად გადმობირებული პირი, რომელიც საიდუმლოდ, ნებაყოფლობით, ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე თანამშრომლობს და არ იმყოფება მის შტატში. აგენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნებია: სადაზვერვო წვდომა, საიმედოობა, სადაზვერვო შესაძლებლობებისა და/ან პერსპექტივების ფლობა. აგენტი შეიძლება გვევლინებოდეს დამუშავების შესაძლო კანდიდატზე პირველადი ინფორმაციის მომწოდებლის, დამმუშავებლის, გადმომბირებლის, ინფორმაციის მომპოვებლის, გამოსაცხადებელი და კონსპირაციული ბინების მფლობელის და ა.შ. როლში.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.