მოწინააღმდეგის სახელმწიფო და სამხედრო მართვის სისტემებზე, მის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, ასევე მის კომპიუტერულ და საინფორმაციო ქსელებზე კომპლექსური ზემოქმედება. დესტრუქციული ზემოქმედება სახელმწიფო და სამხედრო-პოლიტიკური მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების სისტემებზე მიიღწევა ფსიქოლოგიური ოპერაციების განხორციელებით, რომლებიც მიმართულია გადაწყვეტილებების მიმღები პირების წინააღმდეგ და გავლენას ახდენს მათ მორალურ მდგრადობაზე, ემოციებზე და გადაწყვეტილებების მიღების მოტივებზე; ასევე, სტრატეგიული და ოპერატიული შენიღბვის, დეზინფორმაციის და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის ობიექტების გასანადგურებლად ჩატარებული კონკრეტული ღონისძიებებით.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.