სიტუაციის შესახებ ინფორმაციის უწყვეტი ნაკადის შეგროვების, გადამუშავებისა და განაწილების უნარი და, ამავდროულად, მოწინააღმდეგისთვის იმავეს გაკეთებაში ხელის შეშლა. ასეთი უპირატესობა იძლევა სამხედრო ვითარების შესახებ რეალური წარმოდგენის მიღების საშუალებას და ასახავს მოწინააღმდეგისა და საკუთარი ჯარების მოქმედების ინტერაქტიულ და ზედმიწევნით ზუსტ სურათს დროის რეალურ მასშტაბში.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.