აგენტთან გარკვეული დროით კავშირის ყველა ფორმის შეწყვეტა იმის გამო, რომ მან დაკარგა ინფორმაციული თუ სხვა სადაზვერვო შესაძლებლობები, ან შეიქმნა მისი გაშიფვრისა და ჩავარდნის საფრთხე. კავშირი შეიძლება აღდგეს როგორც მუდმივი კავშირის ან სასწრაფო შეხვედრის პირობებით, ასევე ცენტრის მიერ სპეციალური შეტყობინებით, შეხვედრაზე გამოსვლის მითითების გამოგზავნის შემდეგ.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.