სპეციალურად დამზადებული ან ბუნებრივად არსებული საგანი, რომელშიც თავსდება სადაზვერვო ინფორმაცია თუ სხვა მასალები აგენტის მიერ მზვერავისთვის (და პირიქით) გადასაცემად. ჩვეულებრივად, კონტეინერი შეიძლება იყოს "სატყორცნი" (ქვები, ლითონის ან მინის ქილები, აგურის ნატეხები, ქაღალდის პაკეტები, ხის ან რკინის ღრუ საგნები და ა.შ.) და მაგნიტური, რომელიც მზადდება დამაგნიტებული რკინის ნაჭრებისაგან და აქვს სხვადასხვა ფორმა.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.