ოპერატიულ საფარქვეშ მომუშავე მზვერავების ან ოპერატიული ინფორმაციის წყაროების ხანმოკლე ვადით მივლინება ლეგალური ან არალეგალური გზებით, კონკრეტული სადაზვერვო დავალების შესრულების მიზნით, წინასწარ შემუშავებული ლეგენდის გამოყენებით. ამ მიზნებისათვის დაზვერვა აქტიურად იყენებს მესამე ქვეყნებში არსებულ ოპერატიული ინფორმაციის წყაროებს.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.