ობ ოპ ორ ოტ ოფ
ოპე ოპტ

ოპერატიულ–ტექნიკური ღონისძიებები

ოპერატიული დაინტერესების ობიექტზე ფარული ვიზუალური ან სმენითი დაკვირვება, ფოტო, ვიდეო, აუდიოჩანაწერების გაკეთება, რაც სპეციალური ოპერატიული ტექნიკის საშუალებებით ხორციელდება შემდეგი მიზნებისთვის:

• ოპერატიული მიზნებისთვის, ოპერატიული დაინტერესების ობიექტის (სამიზნის) შესასწავლად და შესამოწმებლად;

• სამართალდაცვითი მიზნებისათვის, მოსამართლის ნებართვით, დაინტერესების ობიექტის დანაშაულებრივი ქმედების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით. ასეთი გზით მოპოვებული მასალები შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც პირის დანაშაულებრივი საქმიანობის მტკიცებულება.

Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9