სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მეთოდი. მზვერავის, აგენტისა ან სხვა ოპერატიული ინფორმაციის წყაროს მიერ ლეგენდირებულად, ფარულად სადაზვერვო ინფორმაციის მფლობელი პირისგან ინფორმაციის მიღება ისე, რომ ამ უკანასკნელის მიერ ინფორმაციის გაცემა გაუცნობიერებლად მოხდეს. დადებითი შედეგი მიიღწევა ისეთი სიტუაციის შექმნით, რომელიც ობიექტს აკარგვინებს საკუთარ ქცევებზე კონტროლს და უქმნის ინფორმაციის გაცემის მოტივაციას. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ისეთ ადამიანურ სისუსტეებზე ზემოქმედება, როგორიცაა ტრაბახი, ყბედობა, პატივმოყვარეობა, ზედმეტი მიმნდობლობა და ა.შ.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.