სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მეთოდი. სადაზვერვო დაინტერესების ობიექტების, ფაქტების, მოვლენების სისტემატური, ორგანიზებული, მიზანმიმართული აღქმა, მათზე ვიზუალური, სმენითი ან სხვა სახის დაკვირვების ფორმით. ოპერატიული დაკვირვების მიზანია დაკვირვების ობიექტის შესახებ ფაქტობრივი ინფორმაციის მოპოვება. დაკვირვება ხორციელდება ოპერატიული ინფორმაციის წყაროების, ტექნიკური, ოპერატიულ-ტექნიკური და სხვა ოპერატიული ძალებისა და საშუალებების გამოყენებით.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.