ობ ოპ ორ ოტ ოფ
ოპე ოპტ

ოპერატიული დეზინფორმაცია

აგენტურულ-ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტის მეთოდი. იგი გულისხმობს მოწინააღმდეგის (სპეცსამსახურების) შეცდომაში შეყვანას, მისთვის წინასწარ, სპეციალურად მომზადებული ისეთი ინფორმაციის შეტყუებით (მიწოდებით), რომელიც განაწყობს მას, იმოქმედოს დაზვერვისათვის ხელსაყრელი მიმართულებით.

ოპერატიული დეზინფორმაცია, როგორც ოპერატიული საქმიანობის ერთ-ერთი მეთოდი (ოპერატიულ შეღწევასა და ოპერატიულ კომბინაციასთან ერთად), უნდა განვასხვავოთ ზოგადად "დეზინფორმაციისაგან", როგორც აქტიური ღონისძიების ერთ-ერთი სახისგან.

Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9