ობ ოპ ორ ოტ ოფ
ოპე ოპტ

ოპერატიული დოკუმენტები

ინფორმაციის შინაარსისა და დანიშნულების მიხედვით გამოყოფენ ოპერატიული დოკუმენტების სამ ჯგუფს. ასეთი დოკუმენტებია:

საინფორმაციო დოკუმენტები - მათი დანიშნულებაა ოპერატიული მნიშვნელობის ინფორმაციების დაფიქსირება და შემდგომში გასატარებელი ოპერატიული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

მათ მიეკუთვნება:

აგენტურული შეტყობინებები, გარემეთვალყურეობისა და ოპერატიულტექნიკური დანაყოფების ცნობები, სადაზვერვო ხასიათის სხვადასხვა ცნობები, ოპერატიული ღონისძიებების განხორციელების შედეგები, ანალიტიკური ცნობები, მოხსენებითი ბარათები, ანგარიშები, ოქმები, საინფორმაციო ბიულეტინები და ა.შ.

• დოკუმენტები მოქმედებათა და განკარგულებათა შეთანხმებისათვის - მათი დანიშნულებაა ცალკეული აგენტურულ-ოპერატიული, ოპერატიულტექნიკური და ადმინისტრაციული ღონისძიებების ან მათი კომპლექსების (ოპერატიული აღრიცხვის საქმეები) ფიქსირება. მათ მიეკუთვნება: პატაკი, დადგენილება, გეგმა, დავალება, შიდასაუწყებო ან სხვა ორგანიზაციაში გასაგზავნი შეკითხვა, მოთხოვნა, ორიენტირება და სხვა.

• ნორმატიული დოკუმენტები - შეიცავენ ინფორმაციას აგენტურულოპერატიული საქმიანობის განხორციელების პრინციპების, მოთხოვნებისა და წესების, ასევე სპეცსამსახურების თანამშრომლების ფუნქციონალური მოვალეობის შესახებ. მათ მიეკუთვნება:

• ბრძანებები;

• ინსტრუქციები;

• წესდებები;

• დებულებები და სხვა.

Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9