კანონით განსაზღვრული, ფარული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სადაზვერვო დაწესებულებების მიერ, ოპერატიული ძალების, საშუალებების, ფორმებისა და მეთოდების გამოყენებით. იგივეა, რაც აგენტურულ-ოპერატიული საქმიანობა, აგენტურული დაზვერვა. ეს ტერმინები ძირითადად გამოიყენებოდა და გამოიყენება პოსტსაბჭოთა ქვეყნების სპეცსამსახურებში. მათგან განსხვავებით, ზოგიერთი დასავლური ქვეყნის დაზვერვის სისტემაში გამოიყენება ტერმინი – დაზვერვა ადამიანური რესურსების გამოყენებით.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.