ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტის ხერხების ერთობლიობა. განასხვავებენ ზოგად და განსაკუთრებულ მეთოდებს. ზოგად მეთოდებს განეკუთვნება: ოპერატიული შეღწევა, ოპერატიული კომბინაცია და ოპერატიული დეზინფორმაცია. განსაკუთრებულ მეთოდებად ითვლება - სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების, ოპერატიული ინფორმაციის წყაროებთან მუშაობის, ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების გამოყენების, გარემეთვალყურეობისა და ოპერატიული დადგენის მეთოდები.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.