თანმიმდევრული, ურთიერთდაკავშირებული ქმედებებისა და პროცესების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს სადაზვერვო და/ან ოპერატიული ინფორმაციის წყაროების შეძენასა და მათთან მუშაობას. ოპერატიული ციკლის ფაზებია: სადაზვერვო და/ან ოპერატიული ინფორმაციის პოტენციური წყაროს (კანდიდატის) შერჩევა; კანდიდატის შესწავლა – შემოწმება; კანდიდატის დამუშავება; წყაროს შეძენა (კანდიდატის გადმობირება); წყაროსთან მუშაობა; წყაროსთან მუშაობის შეწყვეტა.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.