წინასწარ შეთანხმებული სიტყვები, ფრაზები ან გარკვეული საგნები, რომლებსაც მზვერავი და აგენტი ერთმანეთს უცვლიან (ან წარუდგენენ) პირად კონტაქტში შესვლისას, აგენტურული კავშირის განხორციელების უფლებამოსილების საბოლოო დადასტურებისათვის. პაროლს, როგორც წესი, მზვერავი ამბობს, აგენტი კი - პასუხობს. პაროლი და მასზე პასუხი ადვილად დასამახსოვრებელი უნდა იყოს და, ამასთანავე, გამორიცხავდეს შემთხვევითი წარმოთქმის შესაძლებლობას უცხო პირთა მიერ შეხვედრის ადგილზე. მათი წარმოთქმა ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზე ხდება.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.