უშუალო კონტაქტი მზვერავსა და აგენტს შორის (კავშირის ყველაზე სახიფათო ფორმა), რომელიც ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაზვერვის ამოცანების გადასაწყვეტად აუცილებელია აგენტთან პირადი ურთიერთობა.
პირადი კავშირის სახეობებია:
• მორიგი შეხვედრა;
• სათადარიგო შეხვედრა;
• სასწრაფო შეხვედრა;
• შეხვედრა გამოცხადების ადგილზე (მუდმივი კავშირის პირობებში);
• მომენტალური გადაცემა;
• საკონტროლო შეხვედრა;
• ხანმოკლე შეხვედრა.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.