• გადმობირების კანდიდატთან (ოპერატიული შერჩევის ან დამუშავების ობიექტთან) ლეგენდირებული პირადი ურთიერთობების დამყარების პროცესი მისი ღრმად შესწავლისა და ოპერატიული კონტაქტის დამყარებისათვის პირობების მომზადების მიზნით;
•დაზვერვისთვის საინტერესო პირთან (ობიექტთან) პირადი ურთიერთობების დამყარება სადაზვერვო ინფორმაციის გამოტყუების ან სხვა მეთოდებით მიღების მიზნით;
• პირი (ობიექტი), რომელთანაც მზვერავს პირადი კონტაქტი აქვს დამყარებული.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.