წინასწარ შერჩეული საიდუმლო ადგილი ან საგანი, რომელიც გამოიყენება აგენტურული მასალების (საშუალებების) ან ფასეულობების ჩასადებად და უზრუნველყოფს დანიშნულ დროს მათ ფარულ, უკონტაქტო გადაცემას აგენტისგან მზვერავისთვის და პირიქით.
სამალავი შეიძლება იყოს:
• სტაციონარული;
• გადასატანი;
• მოძრავი;
• ერთჯერადი;
• მრავალჯერადი;
• დიდი ან მცირეგაბარიტიანი;
• გრძელვადიანი ან მოკლევადიანი შენახვისათვის.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.