სა სი სპ სტ
საა საბ საგ სად საზ სათ საი საკ სამ სან სას საფ სახ საჯ საჰ

სახელმწიფო საიდუმლოება

ინფორმაციის სახეობა, რომელშიც მოცემულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემები თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობების, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს ქვეყნის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს. ეს ინფორმაცია ექვემდებარება სახელმწიფო დაცვას.

თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სადაზვერვო დაინტერესების ქვეყნის სახელმწიფო საიდუმლოება დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანს წარმოადგენს. შესაბამისად, ამ ქვეყნის ის უწყებები და ორგანიზაციები, სადაც კონცენტრირებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, დოკუმენტები და საგნები, ოპერატიული (აგენტურული) შეღწევის უმნიშვნელოვანესი ობიექტებია.

Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9