ოპერატიული (აგენტურული) შეღწევის ერთ-ერთი ხერხი, რომელიც მიმართულია მოწინააღმდეგის აგენტურულ ქსელში ოპერატიულ შეღწევაზე – მოწინააღმდეგის სპეცსამსახურების მიზნების, მუშაობის ფორმებისა და მეთოდების გამოვლენის, მისი დეზინფორმირების მიზნით. როგორც წესი, გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა მოწინააღმდეგის სპეცსამსახური თვითონ ცდილობს დაზვერვაში აგენტურული პოზიციების შექმნას და ამის საპასუხოდ დაზვერვა აჩეჩებს (ახვედრებს) მას თავის ოპერატიული ინფორმაციის წყაროს.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.