წარმოადგენს მოცემულ მომენტში (დროის მონაკვეთში), განსაზღვრულ რაიონში ამინდზე განხორციელებულ ინსტრუმენტალურ და ვიზუალურ დაკვირვებას. იგი წარმოებს ღრუბლიანობის ზონის, უამინდობის, ატმოსფერული ფრონტების გადაადგილების მიმართულების, სიჩქარის და სხვა ფაქტორების დასადგენად.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.