• საქმიანობა სადაზვერვო მონაცემების შესაქმნელად; დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულნი;
• ამოცანა, რომელიც ხორციელდება მოწინააღმდეგის ან პოტენციური მოწინააღმდეგის მოქმედებებისა და რესურსების შესახებ, ან ცალკეული რაიონის მეტეოროლოგიური, ჰიდროგრაფიული ან გეოგრაფიული მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, ვიზუალური დაკვირვებით ან აღმოჩენის სხვა ხერხით.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.