საგანგებოდ გამოყოფილი დანაყოფების შეტევითი მოქმედებებით სადაზვერვო მონაცემების მოპოვება. ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც საჭირო მონაცემების მოპოვება დაზვერვის სხვა ხერხებით შეუძლებელია. ბრძოლით დაზვერვისთვის შეიძლება გამოიყოს გაძლიერებული მექანიზირებული ან სატანკო ბატალიონი (ასეული) და სადაზვერვო ქვედანაყოფი, რომელთა მხარდაჭერას ახორციელებს ავიაცია, არტილერია და სხვა საშუალებები. მეთაურები, რომელთა პასუხისმგებლობის ზოლში ხორციელდება დაზვერვა ბრძოლით, თვალყურს ადევნებენ საბრძოლო მოქმედებების მსვლელობას, აზუსტებენ მოწინააღმდეგის საბრძოლო შესაძლებობებს, განლაგებას, მოქმედების ჩანაფიქრს და მზად არიან განავითარონ მიღწეული წარმატება.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.