დაზვერვის ერთ-ერთი პრინციპი. დაზვერვის ორგანოების, ძალებისა და საშუალებების ქმედებების ერთობლიობა, მიმართული დაზვერვის ორგანიზებისა და წარმოებისაკენ ოპერაციის (ბრძოლის) ჩანაფიქრის შესაბამისად, ძალისხმევის ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებებზე (რაიონებში) კონცენტრირებისა და სადაზვერვო (სპეციალური) ამოცანების წარმატებით განხორციელებისათვის.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.