საინფორმაციო-სააღრიცხვო დოკუმენტი, რომელშიც ფიქსირდება მოწინააღმდეგის მოქმედებისა და მისი ობიექტების ადგილმდებარეობაზე განხორციელებული თვალთვალის შედეგები. წარმოებს თვალთვალის პუნქტებში, თვალთვალის საგუშაგოებზე ობიექტის მიმართ განხორციელებული თვალთვალის პროცესში, ბრძოლის ყველა სახის პირობებში.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.