შესაბამისი უფლების არმქონე პირთა მიერ კომუნიკაციებში შეღწევითა და შესწავლის შედეგად ღირებული ინფორმაციის ხელში ჩაგდების აღსაკვეთად მიმართული ყველა დაცვითი ღონისძიების ერთობლიობა. კავშირგაბმულობის უსაფრთხოება შეიცავს კავშირგაბმულობის სისტემების, მასალებისა და ინფორმაციის გადაცემის უსაფრთხოებას, გამოსხივების კონტროლს, კრიპტო-უსაფრთხოებასა და ფიზიკურ უსაფრთხოებას.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.