სამხედრო დაზვერვის შემადგენელი ნაწილი, რომლის დანიშნულებაა კოსმოსური აპარატების მიერ მოწინააღმდეგის შესახებ მონაცემების მოპოვება ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ოპერაციებისა (საბრძოლო მოქმედებების) და სხვა საერთო სახელმწიფოებრივი გეგმების მომზადებისათვის მშვიდობიან დროს, სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავების და შეიარაღებული ბრძოლის პერიოდში, აგრეთვე მონაცემების მოსაპოვებლად შეიარაღებული ძალების ოპერაციების უზრუნველყოფისათვის.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.