შენიღბვის ზომების დარღვევა, რაც საშუალებას აძლევს დაზვერვას, ანალიზის საფუძველზე გამოავლინოს მოწინააღმდეგის ჯარის (ძალების) არსებობა, მათი დაჯგუფება, საბრძოლო მოქმედებისათვის მომზადების დონე, საცეცხლე სისტემა, ადგილმდებარეობის საინჟინრო მოწყობა და ა.შ. სადაზვერვო ნიშნებს გააჩნია შეიარაღებული ძალების ყველა სახეობისა და გვარეობისათვის დამახასიათებელი თავისებურებები. ძირითად ნიშნებს წარმოადგენს: შეიარაღების ხასიათი და რაოდენობა; ჯარების რაოდენობა, ზომები, განლაგების რაიონები და პოზიციები; კოლონების სიგრძე და შემადგენლობა, მათი გადაადგილების მიმართულება; ცეცხლისა და დაზვერვის წარმოების რეჟიმი, რადიოელექტრონული საშუალებების მდებარეობა და მუშაობის ხასიათი; რაიონებისა და პოზიციების, საინჟინრო მოწყობის ინტენსიობა და ხასიათი, ახალი გზების მშენებლობა; სხვადასხვა ხმაური და ა.შ.
Source: სადაზვერვო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი / საქ. დაზვერვის სამსახური, სპეც. მომზადებისა და გადამზადების ცენტრი; შემდგ.: ვახტანგ კაპანაძე [და სხვ.]; რედ. მალხაზ ბაძაღუა. მე-2 გამოცემა ცვლილებებითა და დამატებებით. თბ., 2013. 127 გვ.; 21 სმ.