ძალიან სწრაფად, დიდი სიჩქარით წაიყვანა ავტომობილი ან მისთანანი (როდესაც გაზის პედალს დააწვები, სიჩქარე მატულობს). „– გორისკენ დააწექი, პავლიკასთან. – პატარა „დააწვა“ (ჯემალ თოფურიძე).
განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია რაღაც მომენტს (საუბრისას), ხაზგასმით აღნიშნა. „ის მცნება მერმე ჩიქორთულად და ნართაულად განმარტა, უფრო კი იმ მცნებას დააწვა, რომელიც ცოლ-ქმრობასა და სქესობრივ ურთიერთობას შეეხებოდა“ (მიხეილ ჯავახიშვილი).
წავიდა, გაემგზავრა. „ჩვენი ამხანაგები დააწვენ სამუშაოთ სირიაში ორი წლით და ჩვენ დაგვიტოვეს ბინაო“ (აკა მორჩილაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.