შდრ. „დაბრედა“ და „დაბრიდა“.
საალერსო-მოფერებითი ფუნქციის მქონე მისალმება. ეტყვის ღიმილით მეგობარი მეგობარს, რომელიც კარგა ხანია არ უნახავს, და გახარებულია მასთან შეხვედრით. პირდაპირი მნიშვნელობით „დაბრედილი“ მკვდარს ნიშნავს. იშვიათია სიტყვის სემანტიკის ასეთი რადიკალური ცვლილება იმ სიტუაციათა მიხედვით, რომლებშიც ის წარმოითქმის. – მეუფევ, თქვენ რო თქვენობით მელაპარაკებით, მე არ ვიცი როგორღა გელაპარაკოთ... მე ვარ პლეხანოველი მოგელა, რო მეტყვიან, მოგელ, დრასტი დაბრედილოო, ვიცი, როგორ ვუპასუხო... რო მეტყვიან, როგორ ბრძანდებითო, პროსტო, აღარ ვიცი, რა ვქნა. მაპატიეთ, რა... მაგრა გამეხარდა, რო მოხვედით“; „...და მიუგო: ვა, ლევიკო, შე დაბრედილო, უკვე მოხვედიო“ (აკა მორჩილაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.