შდრ. „დააჯახა“.
გაიცნო და სასიყვარულო ურთიერთობა გააბა მასთან. „მინდოდა რამე მწარე მეთქვა, თან ისეთი, რომ თავი მომეწონებინა იმისთვის [უცნობი გოგონასათვის], მაგრამ სისულელე წარმოვთქვი ენის ოდნავი ბორძიკითა და ბოხი ხმით: – რაც გინდა იყოს, შენ მაინც დაგეჯახები (...). როგორ ვთქვი. ეს სიტყვა ჯერ ისე მეჯავრება, არამცთუ სათქმელად, თანაც ქალისადმი, რომელიც იმ წუთში თუნდაც, ძალიან მომწონდა“ (გურამ რჩეულიშვილი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.