და დე დვ დი დო დრ დუ
დაა დაბ დაგ დად დაე დავ დაზ დათ დაი დაკ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაქ დაყ დაშ დაც დაწ დახ

დაიკიდა

არად ჩააგდო, ყურადღების ღირსად არ ცნო („ფეხებზე დაიკიდა“-ს ჟარგონულად შემოკლებული ვარიანტი). „პუპას მაგრა გაუსწორდა, კახამ დაიკიდა და მე კიდე იზმენებში ვარ, ტო – არა ვგავარ და რანაირად ვარ ევროპელი!“ (მიხო მოსულიშვილი); „თუმცა კანონი აღარ მეხება, / აღარ ვიჩხირავ, აღარ ვიკეთებ, – / რა ჩემ ფეხებად მინდა ფეხები, / თუ ზედ ვერავის ვერ დავიკიდებ?! / კმაყოფილია დედაც, დიდედაც, / მაგრამ მაძალებს სიზმრის ვიდეო: / დაიკიდე და დაიკიდე და, / რაზედაც გინდა, დაიკიდეო“ (ვახტანგ ჯავახაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9