შდრ. „ვეცემი“.
იტყვიან, როცა ძალიან მოსწონთ რამე (ანუ: ისე მომწონს, რომ შეიძლება ამის გამო წავიქცეო; მეტისმეტი მოწონებისგან [ჩემი] დაცემაა მოსალოდნელიო. „– მაგარია, არა? – თქვა კაწკამ. – დაცემაა, ბო[ზ]ის [გა]ზრდილი რომ ვიყვე, უპასუხა ამირანამ. ასე შეაფასა ამ ორმა ჯამბულას სიმღერა“ (ლაშა ბუღაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.