და დე დვ დი დო დრ დუ
დიდ დილ დიშ

დიდი მომავალი ეჭყანება

დიდი მომავალი ელის. უმეტესად ირონიული გაგებით ამბობენ. „დაჭყანვა“ ანუ „დაჯღანვა“ სახის დამანჭვას ნიშნავს. ეს გროტესკული გამოთქმა ასე უნდა გავიგოთ: თითქოს [ვიღაცას] ბედი დიდ მომავალს უქადის, ბედი უღიმის, მაგრამ ზედმეტი გულმოდგინების გამო [ბედს] სახე ემანჭება, ღიმილი სახის მანჭვაში გადადის. „მერწმუნეთ, ქართულ დემოკრატიას პლანეტაზე დიდი მომავალი ეჭყანება“ (ოტია ჩართოლანი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9