ა( აა აბ აგ აე ავ აზ ათ აი აკ ამ აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აწ აჭ ახ აჯ
ამა ამბ ამუ ამწ ამხ

ამბავი, ამბავში

ზოგჯერ ნიშნავს „საქმეს“: „მონდომების ამბავი იყო და ყველაფერსაც მშვენივრად დაინახავდი“; „ხომ იცი, ყველა ამბავში პატივს გცემ“ (გია ჭუმბურიძე. თარგმ.) – იგულისხმება: მაშინაც კი გცემ პატივს, როცა ისეთ საქმეს სჩადიხარ, რაც, ჩვეულებრივ (სხვებისგან) პატივისცემას არ იმსახურებს. მაგრამ უმეტესად ამ სიტყვას ისეთი ნიუანსები ახლავს, რომლებიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად უნდა გადმოიცეს სალიტერატურო ქართულით, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვაქვს შესიტყვება „...ამბავში გადის“: „ზოგიც კიდე ლიმონის ნათალს უშვებოდა შიგ და ეს ვითომ უკვე კანადურ ამბავში გადიოდა (ლაპარაკია ჩერი-ბრენდიში გარეულ რომზე, რომელსაც ლიმონი ვითომ რომელიღაც კანადურ სასმელს ამსგავსებდა); „ახლა კატების მთელ ხროვას პატრონობდნენ გრძნობების კომპენსაციის ამბავში“ (გია ჭუმბურიძე. თარგმ.) – ნიშნავს: გრძნობების საკომპენსაციოდ.
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9